ჩინეთმა აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ ტაივანის ცაზე ფრენებს, სადაც ოფიციალური პეკინი ამჟამად სამხედრო წვრთნებს აწარმოებს. ჩინეთმა ამ საკითხთნ დაკავშირებით, ავიაკომპანიებს ოფიციალური შეტყობინება 2 აგვისტოს გაუგზავნა. შეტყობინებაში საჰაერო სივრცის ექვსი რეგიონი „საშიში ზონად“ იყო განსაზღვრული.

წვრთნების გამო, ფრენები 7 აგვისტოს, 12:00 საათამდე შეიზღუდება.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

წყარო: ipn.ge