საავიაციო ინციდენტების მოკვლევის სააგენტო სერიოზულ შემთხვევას იძიებს. პრობლემა, რომელიც Cathay Pacifi-ის ბორტზე მოხდა, რომელიც ასრულებდა რეისს პერტადან (ავსტრალია) ჰონკონგის მიმართულებით თებერვალში მოხდა. როგორც ირკვევა, საჰაერო ხომალდის მეთაურმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

წინასწარმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ინციდენტი Airbus A350-ზე, რომლის ბორტზეც 270 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, მანილადან 500 კმ-ს დაშორებით მოხდა. კაპიტანმა საკუთარ ეკიპაჟს განუცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. ხომალდის მეთაურმა განაცხადა, რომ მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და მხედველობა უჭირდა. ამ დროს თვითმფრინავი 38 000 ფუნტის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ჰონკონგში დაჯდომამდე კი 15 წუთი იყო დარჩენილი. ამ ფონზე კი თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე მეორე პილოტმა აიღო.

ეკიპაჟი კი ჰონკონგის საჰაერო მოძრაობის მართვას დაუკავშირდა და მფრინავის ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თვითმფრინავს სიმაღლის დაწევა მოუხდა, რათა პილოტს სუნთქვის პრობლემა მოხსნოდა.

თვითმფრინავის ბორტზე ექიმიც აღმოჩნდა, რომელმაც ხომალდის მეთაურს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, რომელიც იმავდროულად ექიმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჰონკონგში Satcom სისტემით გადასცემდა.

კაპიტნის მდგომარეობა მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც მას ჟანგბადი მიაწოდეს. აეროპორტში თვითმფრინავს უკვე სამედიცინო პერსონალი ელოდა, რომლებმაც კაპიტანი შემდგომი გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Cathay Pacifi ანალოგიურ სიტუაციაში იანვარშიც აღმოჩნდა, როდესაც Boeing 777-ის პილოტმა გონება დაკარგა.