თურქეთში სასტუმროები სტუმრებს საკვების ბოლომდე შეჭმას მოსთხოვენ. პროექტის “ნარინჯისფერი დროშა” ინიციატორი ალი აკგუნია, რომელიც ანტალიაში დასვენებისას გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სასტუმროს სტუმრები ძალიან ბევრ საჭმელს იღებენ, ბოლო არ ჭამენ და თეფშზე საჭმლის “გორებს” ტოვებენ.

პროექტს 250 სასტუმრო უკვე შეუერთდა.

ზომებს შორის, რომელსაც სასტუმროს მეპატრონეები გაატარებენ არის იქნება ის, რომ სასტუმრო კომპლიმენტს გამოუცხადებს იმ სტუმარს, რომელიც იმ რაოდენობის საჭმელს აიღებს, რომელსაც ბოლომდე შეჭამს. იმავდროულად გამოიკვრება პლაკატები, რომლები სტუმრებს დაარწმუნებენ, რომ თეფშზე საჭმლის “გორები” აღარ დატოვონ. შედეგად კი სასტუმრო ხარჯებს დაზოგავს და საჭმელი აღარ გადაიყრება.

როგორც პროექტის ავტორმა გამოიანგარიშა და დაადგინა, რომ ქვეყანა ყოველწლიურად 18 მლნ ტონა ხილ-ბოსტნეულს, 5 მლნ პურს ყრის. და ეს ყველაფერი ტურისტების გაუმაძღრობის გამო ხდება, რომლებიც ე.წ. “შვედური მაგიდიდან” ნორმაზე მეტ საკვებს იღებენ.

“ნარინჯისფერი დროშის” ამოცანაა, რომ 7 წლის განმავლობაში საკვების ხარჯი 70%-ით შემცირდეს. თავად პროექტი კი ქვეყნის ტურისტული ზონებიდან იწყება, სადაც პრობლემა ყველაზე მეტად აქტუალურია. პროექტის ფარგლებში, სასტუმროებში თეფშების ზომების შემცირებაც განიხილება.