აზერბაიჯანულმა “ლოუკოსტერმა” Buta Airways-მა ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიარეისებზე, 2020 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდისათვის ავიაბილეთების რეალიზაცია დაიწყო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თბილისის გარდა ბილეთების რეალიზაცია დაიწყო ბაქოდან სტამბოლის, თეირანის, სანკტ პეტერბურგის, ყაზანისა და მინვოდის მიმართულებებით.
“ავიაბილეთები 6 მიმართულებით ვენს ოფიციალურ საიტზე უკვე ხელმისაწვდომია. იჩქარეთ და ხელსაყრელ ფასად დაგეგმეთ საკუთარი შვებულება”- აღნიშნულია Buta Airways-ის განცხადებაში.
საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად კი ავიაკომპანია Buta Airways-ი 2020 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდი ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით მოახდენს. ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 29 ევროდან იწყება.
Buta Airways-ს ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე