აზერბაიჯანული “ლოუკოსტერი” Buta Airways-ი ათუმის მიმართულებით სიხშირეებს ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში ბაქო-ბათუმი-ბაქოს ავიამიმართულებაზე 1 სიხშირე დაემატება და ავიაკომპანია რეისებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განახორციელებს. დღეისათვის ავიაკომპანია ბაქო-ბათუმი-ბაქოს მარშრუტზე კვირაში ორი სიხშირით ოპერირებს.
აღსანიშნავია, რომ Buta Airways-მა ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებაზე პირდაპირი ავიარეისები 14 ივნისიდან დაიწყო.
Buta Airways-ი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველია, რომელმაც ფუნქციონირება და თბილისის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.