რუსეთის მიერ გამოცხადებული “ტურისტული ემბარგოს” ფონზე, დიპლომატიური კორპუსი უცხოურ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრომოუშენს აძლიერებს. ამ მიზნით 5 ივლისს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით პრეზენტაცია “გაიცანი საქართველო” გაიმართება, რომელსაც ბულგარეთში მოქმედი ტურ-ოპერატორები, სასტუმროები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრებიან.
როგორც ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი აცხადებს, პრეზენტაციაზე წარსადგენად კარგი იქნება ქართველი ტურ-ოპერატორებისგან თუ იქნება მიწოდებული ინფორმაციას მათი ტურისტული პაკეტებისა და ზოგადად შეთავაზებების შესახებ.
“ფაქტია, დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულების ტურიზმის კუთხით, მათ შორისაა რელიგიური ტურიზმი“, – აცხადებს თამარ ლილუაშვილი, რომელიც ბულგარეთის პატრიარქის შემდეგ ციტატას იშველიებს: „Bulgarian Orthodox Church will put Georgia’s holy places on the list of sites to visit to promote religious tourism“ – Patriarch of Bulgaria Neophyte).
ელჩის განმარტებით, ბულგარეთში ასევე მაღალია ინტერესი ღვინისა და გასტრომონიული ტურიზმის მიმართულებით.