Wizz Air-ი უფრო ნაკლები ნახშირორჟანგის (CO2) ემისიას ახდენს ვიდრე მისი კონკურენტი Ryanair-ი. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მაისში Wizz Air-ის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობამ (კმ-ზე) მგზავრზე 56,5 გრამი შეადგინა, ხოლო Ryanair-ის შემთხვევაში კი 66 გრამი. 2019 წლის მაისში 2018 წლის მაისთან შედარებით Wizz Air-ის მიერ CO2-ს ემისია 4.4%-ითაა შემცირებული.

უახლოეს მომავალში “ლოუკოსტერი” ნახშირორჟანგის ემისიის 3-ჯერ შემცირებას გეგმავს, რაც განახლებული ავიაპარკის ხარჯზე მოხდება.

ცნობისათვის, 2019 წლის მაისში Wizz Air-ის თვითმფრინავებმა 5.7 მლრდ კმ დაფარეს და 3.47 მლნ მგზავრი გადაიყვანეს. საანგარიშო პერიოდში რეისების დატვირთულობა 2%-ით გაიზარდა და 93.9%-ი შეადგინა. CO2 საერთო გამონაბოლქვმა კი 319 760 ტონა შეადგინა.