ბულგარეთი COVID-რეგულაციებს ამკაცრებს. როგორც ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, 2021 წლის 21 ოქტომბრიდან მკაცრდება COVID-რეგულაციები.

კერძოდ:
?იკრძალება ენის თუ სხვა სახის კურსების, კლუბების,  საგანმანათლებლო ცენტრების და სხვა მსგავსი სახის დაწესებულებების ფუნქციონირება;
?იკრძალება კონგრესების, კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების, კონკურსებისა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა;
?იკრძალება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების გამართვა, როგორებიცაა კონცერტები, მუსიკალური ფესტივალები და სხვა;
?წყდება მუსიკალური და ცეკვის ჯგუფების ფუნქციონირება;
?უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გადადის სრულად ონლაინ რეჟიმზე;
?სასწავლო პროცესი წყდება და გადადის ონლაინ რეჟიმში ყველა იმ სკოლაში, რომელიც იმყოფება მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა მაჩვენებელი 750-ს აჭარბებს;
?მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა მაჩვენებელი 250-სა და 500-ს შორისაა, სკოლებში 50% დასწრება იქნება შესაძლებელი, დირექტორის მიერ განსაზღვრული განრიგის მიხედვით;
?სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი გაგრძელდება 50%-იანი დასწრებით (განრიგით) ყველა მოსწავლე მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ისევე როგორც მთლიანად პედაგოგიური კოლექტივი, სასწავლო პროცესის დროს უნდა იყვნენ დამცავ ნიღბებში;
?ფიზიკური კულტურის გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ღია სივრცეში;
?წყდება მუზეუმების, გალერეების, კინოთეატრების, თეატრების, ცირკის და სხვა სახის სასცენო დაწესებულებათა ფუნქციონირება;
?წყდება კლუბების, ფიტნეს დარბაზების, სპა ცენტრების, საცურაო აუზების და მსგავსი სახის დაწესებულებების ფუნქციონირება;
?კერძო ხასიათის შეკრებების გამართვა (ნათლობა, ქორწილი და ა.შ.) დაიშვება მხოლოდ მაქსიმუმ 15 ადამიანის შეკრების პირობებში დახურულ სივრცეში და არაუმეტეს 30 ადამიანის შეკრებისა ღია სივრცეში;
?წყდება ყველა სახის მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და დახურულ სივრცეში მოქმედი დაწესებულებების ფუნქციონირება, რომელთა ფართი აღემატება 300 კვადრატულ მეტრს, გარდა საკვები პროდუქტების მაღაზიების, აფთიაქების, ზოომაღაზიების, საფოსტო მომსახურების ობიექტების და ბანკების.
?ყველა ზემოხსენებულ დაწესებულებებში (გარდა სკოლებისა) სიარული დაიშვება მხოლოდ იმ პირობით, თუ პერსონალს და ვიზიტორებს ექნებათ „მწვანე სერთიფიკატი“. „მწვანე სერთიფიკატი“ გულისხმობს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთს:
• ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენ ტესტი;
• ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი.
საქართველოს საელჩო გისურვებთ ჯანმრთელობას!