უნგრეთის დედაქალაქი უდავოდ საინტერესოა თავისი კულტურული და ისტორიული ღირებულებების გამო. მაგრამ ცხოვრება აქ არა მხოლოდ დღის განმავლობაში დუღს! მათთვის, ვინც 24/7 რეჟიმით ცხოვრობს, ბუდაპეშტის ყველაზე უჩვეულო ღამის დაწესებულებების სია შევადგინეთ. ისიამოვნეთ!
1. საიდუმლო კლუბი Keret
Keret (თარგმანი – „გასაღები“) არის არასტანდარტული და ძალიან ატმოსფერული კლუბი-კაფე, რომელიც არანაკლებ არასტანდარტული იდეით დაიწყო: ერთხელ ჰიპის ოჯახურმა წყვილმა საკუთარი ბინის გასაღების 200 ასლი გააკეთა და ნაცნობებს დაურიგა. მას შემდეგ, ყველას, ვისაც გასაღები აქვს, შეუძლია აქ მოსვლა ნებისმიერ დღეს 19-დან 23 საათამდე, ხოლო მათ, ვისაც არ აქვს გასაღები, მაგრამ იცის ამ ადგილის შესახებ, უბრალოდ სტუმრად შეუძლიათ მოსვლა. Keret-ის ატმოსფერო ძალიან არაფორმალური და მიმზიდველია: აქ თქვენ უნგრული სახლის ღვინოთი და უბრალო საუზმეულით გაგიმასპინძლდებიან, სასიამოვნო მუსიკა და სტუმრებთან ურთიერთობა კი მოდუნებისა და დასვენების კიდევ უფრო მეტ შესაძლელობას მოგცემთ.
შენიშვნა: ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კლუბ-ბინის მესაკუთრეები მოგზაურობენ და კლუბი დახურულია.
მისამართი: Somogyi Béla, 16
სამუშაო საათებია: ორშაბათი-შაბათი 18:00 -დან 2:00-3:00-მდე.
2. აბანოების წვეულებები
ბუდაპეშტი ოდითგანვე ცნობილია, როგორც კურორტი, ხოლო ადგილობრივ საბანაოებსა და აბანოებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესება. სწორედ იმ მიზნით, რომ დედაქალაქის თერმული აბანოების ყოფილი დიდება აღორძინდეს, ქალაქის ხელისუფლებამ უჩვეულო რამ მოიფიქრა: ძველ საბანაოებში წვეულებების გამართვა დაიწყეს.
მაგალითად, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას სეჩენის აბანოები ერთგვარ ღამის სპა-კლუბად იქცევა: ლაზერული სხივებით განათებული წყალი, თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, კოქტეილები – ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. იცეკვეთ დაცემამდე, გაიცანით ახალი ადამიანები, ისაუბრეთ, კვლავ იბანავეთ – სანამ არ მოგწყინდებათ.
ხოლო გაზაფხულზე, მარტიდან მაისის ჩათვლით მსგავსი წვეულებები საბანაო „ლუკაჩში“ იმართება. განსხვავება იმაშია, რომ აქ ძირითადად ჰიპ-ჰოპს თამაშობენ და ჯაკუზიც არის. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – გიჟური მხიარულება!
მისამართები: Széchenyi – XIV. kerület Állatkerti körút, 9-11; Lukács – Frankel Leó, 25-29
სამუშაო საათებია: 22:30-3:00.
3. ფოგასი
ბუდაპეშტის ერთ-ერთი ცნობილი ნანგრევების ბარი, Fogas ერთმანეთის საწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ტოვებს: ზოგს არაფორმალური მოდური გარემო აღტაცებაში მოჰყავს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. ეწვიეთ ბარს და თავად გადაწყვიტეთ, თუ ვინ არის მართალი და ვინ არა. ბარში სამი საცეკვაო მოედანია, ღია მოედანი სახურავზეა მოწყობილი, კარგი მუსიკა და სასიამოვნო ატმოსფერო კი ნამდვილად გარანტირებულია.
მისამართი: VII. Akácfa u. 49-51.
სამუშაო საათებია: ორშაბათი-შაბათი – 18:00-4:00; კვირა -16:00-4:00.
5. Szimpla Kert
დედაქალაქის კიდევ ერთი „ნანგრევების“ დაწესებულება. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ბარი ნახევარად ქუჩაში მდებარეობს, მაგრამ დახურული ნაწილებიც არის (მაგალითად, წვიმის შემთხვევაში). ატმოსფეროც ისეთია, როგორიც საჭიროა: შეგიძლიათ დაისვენოთ, სასმელი მიირთვათ (ბარში კოქტეილების კარგი არჩევანია), იცეკვოთ, ყალიონი მოწიოთ და ფილმიც კი ნახოთ!
მისამართი: Kazinczy utca 14
სამუშაო საათებია: კვირა – 09:00-05:00; ორშაბათი-ხუთშაბათი – 12:00-04:00; პარასკევი – 10:00-04:00; შაბათი – 12:00-04:00.
6. ANKER’T
გამოცდილ კლაბერებს, რომლებიც რაღაც სრულიად არასტანდარტულს ეძებენ, აუცილებლად მოეწონებათ ANKER’T ბარი, რადგან ეს ადგილი მდებარეობს… მიტოვებულ მოჩვენება-სახლში (დამაინტრიგებელია, არა?). მაგრამ ANKER’T მხოლოდ ამით როდია განსხვავებული. სხვა „ნანგრევების“ ბარებისგან განსხვავებით, აქ მინიმალისტური ინტერიერია: იშვიათი ფლუორესცენტური ნათურები, აქა-იქ ქოთანში ჩარგული ხეები, ზოგი კედელი შეთეთრებულია, ზოგიც კი ხელუხლებელია ჩამოტეხილი ბათქაშითა და წყობით. და ფინალური „აკორდი“ – ქვიშის გროვა, რომელზეც დიდი შავი წარწერაა გაკეთებული „პლაჟი“.
მისამართი: Paulay Ede utca 33.
განრიგი: პარასკევი – 04:00-23:45; შაბათი-ხუთშაბათი – 14:00-23:45.
7. A38
თუ თქვენ ბუდაპეშტის ყველა „სახმელეთო“ დაწესებულებას უკვე ეწვიეთ, დროა წყალზე გადაინაცვლოთ. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, დუნაიში ყვინთვა არ მოგიწევთ! ეს არის მცურავი კლუბი A38, რომელიც Petőfi ხიდზეა მიბმული – არა მხოლოდ ბუდაპეშტის, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოდური ადგილია.
აქ ცხოვრება ყოველ ღამით დუღს: ადგილობრივ და ჩამოსულ შემსრულებელთა კონცერტები, ცეკვები და სასიამოვნო ატმოსფერო – და ყველაფერი ეს ღამის ბუდაპეშტის საოცარი ხედის ფონზე.
8. Corvinteto
ეს „ნანგრევების“ ბარი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ბუდაპეშტის must-seeკატეგორიის ადგილებს. იგი Corvin-ის უნივერმაღის სახურავზე მდებარეობს და მხოლოდ ზაფხულში მუშაობს, მაგრამ სწორეს ეს არის მისი ხიბლი: ღამის ბუდაპეშტის სულისშემკვრელი ხედები, სასიამოვნო ატმოსფერო და კარგი მუსიკა, სასმელები და კინოჩვენებები, ხშირად უფასო შესვლა – კიდევ რა არის საჭირო შესანიშნავი ღამის გასატარებლად?
მისამართი: Blaha Lujza tér 1-2.
9. Instant
ბუდაპეშტის ყველაზე დიდი „ნანგრევების“ პაბი მათაც კი ანცვიფრებს, ვისი გაოცებაც რთულია. იგი სამსართულიან შენობაში მდებარეობს, რომელიც ადრე საცხოვრებელი სახლი იყო, ახლა კი მთლიანად კლუბის მფლობელობაშია. ფაქტობრივად, Instant – სამსართულიანი შენობაა ორი ეზოთი, ექვსი ბარითა და ორი ათეული ოთახით, რომელთაგან თითოეულს მინი საცეკვაო მოედანი შეგვიძლია ვუწოდოთ.
Instant-ის განსაკუთრებულობა მისი უჩვეულო ინტერიერია, რომლის ყოველ მოსახვევში რაღაც ორიგინალურს აღმოაჩენთ. ეს ადგილი ყოველთვის სავსეა ახალგაზრდებით, და თუ გსურთ ისეთ ადგილს ეწვიოთ, სადაც ყოველთვის ხმაური და მხიარულებაა, უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით.
მისამართი: Budapest, Akácfa u. 49-51
განრიგი: 16:00 – 6:00.
წყარო: aviabiletebi.org