ბელგიის უმსხვილესი ავიაკომპანია Brussels Airlines-ი გრძელმაგისტრალურ რეისებზე მგზავრებს ბელგიური ლუდის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.
ავიაკომპანიამ მის ავიაპარკში არსებული Airbus A330-ის მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო და მალე ლაინერს ბუტიკ-სასტუმროდ გადააქცევს. განახლდება დიზაინი, სავარძლები, მენიუ და რაც მთავარია იქნება ბევრი ლუდი.
სამომავლოდ, ლუდის ბარები ავიაკომპანიის სხვა საჰაერო ხომალდებშიც გამოჩნდება.