ბრიუსელის აეროპორტმა ორშაბათს ყველა სამგზავრო ფრენა გააუქმა, რის მიზეზადაც საპროტესტო აქციები და უსაფრთხოების კომპანია G4S-ის პერსონალის დეფიციტი სახელდება.

„ორშაბათს, 20 ივნისს გაფიცვისა და G4S-ში პერსონალის დეფიციტის გამო, მგზავრებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბრიუსელის აეროპორტიდან არ განხორციელდება სამგზავრო ფრენები, – ნათქვამია აეროპორტის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციამ მოუწოდა მგზავრებს, არ მისულიყვნენ აეროპორტში, თუმცა აეროპორტისვე ინფორმაციით მომფრენი რეისების მომსახურება ჩვეულებრივად განხორციელდება.