ბრიუსელის აეროპორტი გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვანძი აშშ-სა და აფრიკას შორის მარშრუტებისთვის. ამ გეგმების განხორციელება Lufthansa Group-მა Star Alliance-ში საკუთარ პარტნიორთან, ამერიკულ ავიაკომპანია United-თან ერთად გადაწყვიტა.
ბრიუსელიდან აშშ-ს ქალაქებში ფრენებს შეასრულებს United-ი, ხოლო აფრიკაში Brussels Airlines-ი, რომელიც Lufthansa Group-ის ნაწილია. ის უკვე იკავებს საჰაერო ტრანსპორტის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპასა და აფრიკას შორის, ახორციელებს ფრენებს ბრიუსელიდან 18 მიმართულებით – ისევე როგორც მისი წინამორბედი, ბელგიური ავიაკომპანია Sabena, რომელიც დაარსდა 1923 წელს და გაკოტრდა 2001 წელს.
როგორც ცნობილია, ბელგია 1962 წლამდე აფრიკაში რამდენიმე კოლონიას ფლობდა, ამიტომ მისი ეკონომიკური კავშირები აფრიკასთან ჯერ კიდევ ძლიერია.
United-ი ამჟამად ბრიუსელში დაფრინავს ნიუ-იორკიდან, ვაშინგტონიდან და ჩიკაგოდან. აფრიკიდან საერთაშორისო მიმართულებების რაოდენობით ლიდერი ახლა Turkish Airlines-ია. დღეს ბევრი მგზავრი აშშ-სა და აფრიკას შორის თურქეთის გავლით დაფრინავს.