ბრიტანულმა ავიაკომპანია British Airways-მა ჰონგ-კონგის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, რაც COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე საკადრო დეფიციტით ახსნა. 

“ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, დროებით, შევაჩეროთ ფრენები ჰონგ კონგის მიმართულებით. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა გეგმები ჩაიშალა”, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

როგორც ცნობილია შაბათს ჰონგ კონგის გაზეთმა South China Morning Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ British Airways-ის ერთ-ერთ ბორტგამცილებელს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც მთელი ეკიპაჟი თვითიზილაციაში გადავიდა.

ავიაგადამზიდავმა ჰონგ კონგში “ომიკრონის” შტამის გამოვლენის ფონზე უსაფრთხოების ზომების გატარება დაიწყო, რადგანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ომიკრონი” უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე სხვა, ცნობილი, შტამები.