British Airways-ის მგზავრები ზაფხულში შესაძლოა გარკვეული შეფერხებების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან პროფკავშირი ლონდონის ჰითროუს აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვას გეგმავს, რისი მიზეზიც ხელფასთან დაკავშირებული დავებია.
ბრიტანეთის უმსხვილესი პროფკავშირი Unite გაფიცვის საკითხზე კენჭისყრას 7-დან 27 ივნისამდე პერიოდში გამართავს, იუწყება MarketWatch. თუ თანამშრომლები დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ ივლისში საპროტესტო აქციები გაიმართება, რაც შვებულების პიკია და ფრენებზე დიდი მოთხოვნაა.
ავიაკომპანიის რამდენიმე განყოფილების თანამშრომლები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ British Airways-ის მენეჯმენტის ხელფასები აღდგა COVID-19-მდე დონემდე. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, სამაგიეროდ ავიაკომპანია უარს ამბობს პანდემიის დროს ხელფასებზე თანამშრომლებისთვის დაკლებული 10%-ის აღდგენაზე.
“ჩვენი წევრები სამართლიანად არიან აღშფოთებულნი და მზად არიან მიიღონ გარკვეული ზომები. გაფიცვა დაუყოვნებლივ იმოქმედებს მომხმარებელთა მომსახურებაზე, ამიტომ მე მოვუწოდებ British Airways-ს გაერთიანდეს და სასწრაფოდ აღუდგინოს ხელფასები მუშაკებს”, – თქვა Unite-ის გენერალურმა მდივანმა შერონ გრეჰემმა განცხადებაში.