საჰაერო ხომალდების ევროპელი მწარმოებელი, კომპანია Airbus-ი დარწმუნებულია, რომ 2025 წლისთვის წარმოების 50%-იან ზრდას მიაღწევს და თვეში 75 ერთეული საჰაერო ხომალდის წარმოებას შეძლებს. უკვე მომდევნო წლის ზაფხულის გეგმა კი თვეში 65 თვითმფრინავამდე წარმოებაა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Airbus-ის სურვილი გაზარდოს თვითმფრინავების წარმოება არის ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ საავიაციო ინდუსტრია პანდემიის შედეგებისგან “გამოჯანმრთელდება”.
აღსანიშნავია, რომ Airbus-ის თითოეული თვითმფრინავი შედგება დაახლოებით 3 მილიონი ნაწილისგან და კომპანია ყოველდღიურად იღებს 1,7 მილიონზე მეტ ნაწილს 3000 მიმწოდებლისგან.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასულ თვეში უზრუნველყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძრავის კონტრაქტების განახლება, გარიგებები მხოლოდ 2024 წლამდე გრძელდება. კომპანია  Airbus-ის ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ ნაწილების პრობლემები შეიძლება შენარჩუნდეს.
ცხადია, წარმოების მასშტაბირება მოითხოვს ბალანსს მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებას და ავიაკომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილებას უფრო ენერგოეფექტური თვითმფრინავების წარმოების მიმართულებით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ სირთულეებს ალუმინის და ტიტანის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ისევე როგორც კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობა.
საავიაციო ინდუსტრიას ასევე აქვს ბევრი გადაუჭრელი პრობლემა კოვიდ შეზღუდვების შემდეგ. ჩინეთში ჩაკეტვა გრძელდება, რაც ართულებს საქონლისა და მასალების მიწოდებას, იზრდება ინფლაციური წნეხი, ისევე როგორც თვითმფრინავის საწვავის ფასები.  ვნახოთ, შეძლებს თუ არა Airbus-ს გადალახოს ყოველივე ზემოთქმული დაბრკოლებები და მიაღწიოს წარმოების ახალ დონეებს.