??????????????????????????????

ბრიტანულმა ავიაკომპანია British Airways-მა განაცხადა, რომ განიხილავს ფრენების რაოდენობის შემცირებას ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან (LHR/EGLL) თუ კი შეთავაზებული გადასახადების ზრდა იქნება რეალიზებული.

გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის ორგანოს (CAA) მიერ შემუშავებული გეგმების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დატვირთულ აეროპორტს შეუძლია ავიაკომპანიას გადასახადი მგზავრზე 76%-ით გაუზარდოს.

ჰოლდინგმა IAG, რომელიც British Airways-ის მფლობელია განაცხადა, რომ ჰითროუ უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აეროპორტია მსოფლიოში და სულ უფრო და უფრო ძვირი ხდება.

IAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის გალეომ განაცხადა, რომ ავიაკომპანია აქტიურად განიხილავს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ფრენების შემცირებას საკომისიოების გაზრდის შემთხვევაში, რომლებსაც ავიაკომპანიები იხდიან, მაგრამ ჩვეულებრივ შედის შეძენილი ავიაბილეთის ფასში.

რამდენიმე კვირის წინ, CAA-მ გაასაჯაროვა გეგმა, რომლის მიხედვითაც აეროპორტს შეუძლია საფასური 19,60 ფუნტიდან 24,50-34,40 ფუნტამდე გაზარდოს.