ბრიტანულმა ავიაკომპანიამ British Airways-მა თანამშრომლებისთვის შიდა წესები განაახლა. ამიერიდან ავიაგადამზიდავის თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს, განურჩევლად სქესისა, უფლება ექნებათ გამოიყენონ კოსმეტიკა, ფრჩხილის ლაქი და ატარონ ხელოვნური წამწამები. გარდა ამისა, მამაკაცებს საშუალება ექნებათ გაიზარდონ თმა.

თუმცა, თანამშრომლებს ურჩევენ გამოიყენონ მაკიაჟის “მშვიდი ჩრდილები” და უპირატესობა მიანიჭონ “ბუნებრივ იერს”. შავი და ნეონის ფრჩხილის ლაქი აკრძალულია.

„ახლა ჩვენს თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა ყოველდღე მოვიდნენ სამსახურში საკუთარი თავის საუკეთესო, ყველაზე ავთენტური ვერსიით“, – თქვა British Airways-ის წარმომადგენელმა.

როგორც კომპანიამ აღიარა, წინა წესების შესუსტების კიდევ ერთი მიზეზი არის მუშაკთა ზნეობის გაუმჯობესება პანდემიის პერიოდში შემცირებისა და ხელფასების შემცირების ტალღის შემდეგ.

სხვათა შორის, British Airways-ის მთავარ აქციონერს, Qatar Airways-ს აქვს ყველაზე მკაცრი სამუშაო პირობები და ეკიპაჟის წევრების გარეგნობის ერთიანი წესები, რის დარღვევის გამო მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.