ბრიტანულმა ავიაკომპანია British Airways-მა უილიამ ედვარდსის დიზაინით შექმნილი ჭურჭლის, პურის კალათების, შამპანურის ფუჟერების, ჩუსტების, პირსახოცების და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა საგნების გაყიდვა დაიწყო. მათი დახმარებით, მგზავრს შეუძლია “British Airways-ით მოგზაურობის ჯადოსნური მაგია სახლში შექმნას” შექმნას.

ყველაზე ძვირადღირებული ლოტია, სამზარეულოს ბოქსი (კონტეინერი, რომელშიც ინახება საკვები), რომელიც 75 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული, ხოლო ლანგარი 10 გირვანქა ღირს.

COVID-19-ის ​პანდემიის ფონზე ფრენების რაოდენობის შემცირების გამო, IAG კონგლომერატმა, რომელშიც British Airways, ესპანური Iberia და რამდენიმე სხვა კომპანია შედის, 2020 წლის ცხრა თვეში 5,1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაკარგეს.