ავიაკომპანია British Airways-ი 3 ოქტომბრიდან ლონდონიდან კიევისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ მიმართულებებზე British Airways-ი წლებია ოპერირებს, თუმცა დღეისათვის კიევი და სანტ-პეტერბურგი კომპანიისათვის კომერციულად მომგებიანი მიმართულება აღარ არის. ავიაკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული რეისებიდან კომპანიას ეკონომიკური სარგებელი აღარ აქვს.
British Airways-მა თავის მგზავრებზე იზრუნა და ისინი ვისაც 3 ოქტომბრის შემდეგ პერიოდისათვის ქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი ამ დაჯავშნილი სხვა ავიაკომპანიებზე გადამისამართდებიან.