ბრიტანულმა თვითმფრინავმა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს, პირველი ფრენა განახორციელა. თვითმფრინავის PHASA-350-ის ფრთებზე, 35 მეტრზე მთლიანად მზის პანელებია დამონტაჟებული და ძრავს ენერგიით ამარაგებს.

PHASA-35-ის შექმნას სპეციალისტებმა 2 წელი მოანდომეს და მისი გამოყენება ტყეების ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის და დიდი ბრიტანეთის საზღვრების მონიტორინგისთვის იგეგმება.

ბრიტანულმა სამხედრო კორპორაცია BAE Systems-მა და კომპანია Prismatic-მ PHASA-35-ის შექმნისთვის 2 წელი იმუშავეს და საბოლოოდ შედეგით: საფრენ აპარატს დავალების შესრულება 20 კმ-მდე სიმაღლიდან შეუძლია. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მზის პანელების მქონე თვითმფრინავი შეიძლება ორმაგი დანიშნულების პროდუქტი გახდეს, მაგალითად, ის შესაძლოა გამოყენებული იქნეს ქვეყნის შორეულ რაიონებში 5G კომუნიკაციის განლაგების უზრუნველსაყოფად და ასე შემდეგ.