საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას“, – განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის :

მოლდოვა

უკრაინა

თურქეთი

ჩრდილოეთ მაკედონია

სამხრეთ აფრიკა ჩინეთი სომხეთი

აზერბაიჯანი

მონტენეგრო

ბოსნია და სხვა..