პროფკავშირებმა საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში გაფიცვის ახალი თარიღები დაანონსეს. გაფიცვები სექტემბერსა და ოქტომბერში იგეგმება.

საფრანგეთში ავიადისპეტჩერები, ტრანსპორტის და მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაიფიცებიან. გაფიცვის თარიღები 15 სექტემბრიდან დაიწყება. გაფიცვა 13 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასს დაემთხვევა, რომელიც პარიზში იმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფრენების მასობრივი გაუქმება და შეზღუდოს ხალხის გადაადგილება ქალაქებში. საფრანგეთის ხელისუფლება უკვე ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას.

იტალიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვა 16 სექტემბერს იგეგმება. აეროპორტის მენეჯმენტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ 10:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილი ფრენები შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს. 8 და 29 სექტემბერს გაფიცვას გეგმავენ აეროპორტის სხვა თანამშრომლებიც. 18 სექტემბერს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გამოვლენ – მეტრო და ავტობუსები შეფერხებით იმუშავებენ.

Ryanair-ის პილოტებს ბელგიაში გაფიცვა სურთ 14-15 სექტემბერს. მოსალოდნელია ასობით ფრენის გაუქმება.

პრობლემები შესაძლოა შეექმნას მათაც, ვინც ლონდონში 13 ან 20 სექტემბერს მიემგზავრება. ლუტონის აეროპორტის მომსახურე პერსონალი აპირებს 24-საათიან გაფიცვას, რაც, სავარაუდოდ, “უზარმაზარი დისკომფორტი” იქნება მგზავრებისთვის.