ბრიტანეთის პარლამენტმა მთავრობის ინიციატივა, ჰითროუს აეროპორტში მესამე ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობის შესახებ მოიწონა.
ინიციატივას მხარი 415 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 119 დეპუტატი იყო.
ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოება ქვეყნის ბიუჯეტს 18.6 მლრდ დოლარი დაუჯდება.
ინიციატივა მოიწონა ბიზნესმაც, თუმცა პროექტს გარკვეული ნაკლიც უპოვეს. ამჯერად განგაში ეკოლოგებმა ატეხეს.