ბრიტანეთის ხელისუფლება რუსულ ვერტმფრენს აკავებს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ კერძო აეროდრომზე დგას. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა უკვე გასცა.
“ხელმოწერილი იქნა განკარგულება რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენის დაკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ამჟამად დგას გაერთიანებულ სამეფოში, კერძო აეროდრომზე“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ის მიკრობლოგზე.
შეპსმა ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა არ დაასახელა. მან ასევე არ დააკონკრეტა თუ ვის ეკუთვნის კონკრეტული ბორტი.