იანვარი-მარტის პერიოდში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის (STR global) მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში, ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა.

იანვარი-მარტის პერიოდში დატვირთულობამ (Occupancy) 39% შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ია