ახალი კვლევების თანახმად, 2026 წლისთვის ფრენისას საერთო კვება 9.5 მლრდ დოლარის შემოსავალს მოიტანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ბორტზე კვების ბაზარი გარანტირებულად გაიზარდება. 

ამ პერიოდში, კვების ინოვაციები ტექნოლოგიურ ინტეგრაციასთან ერთად, მთავარი ტენდენცია იქნება.

ფრენის დროს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბაზრის ცნობილი მოთამაშეები ამ კატეგორიის სერვისებს ციფრულ ტექნოლოგიებს უმატებენ. ანუ საკვებისა და სასმელის შესაკვეთად საქმეში უკვე სმარტფონებიც ჩაერთო. რამდენიმე ავიაკომპანია ფრენისას საკუთარ მგზავრს საკვების შეკვეთის საშუალებას გასართობი სისტემების საშუალებითაც აძლევს. 

მგზავრებში, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები უპირატესობებით სარგებლობენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სავარძელზე ზის, მგზავრი უპირატესობას ხარისხიან საკვებს ანიჭებს. არსებული პროგნოზის თანახმად, ბორტზე კვებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება “ლოუკოსტერებშიც”.