ავიაკომპანია Singapore Airlines-ი ბორტგამცილებლებს ავალდებულებს სპეციალური ელექტრონული სამაჯურები ატარონ, ისე როგორც დამნაშავეებმა შინა პატიმრობისას. მათი ტარება საჭირო იქნება ისეთი ფრენების დროს, როდესაც ეკიპაჟის წევრებს დასვენება უწევთ.
სამაჯურების დახმარებით ბორგამცილებლების გადაადგილების კონტროლი მოხდება: ისინი აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში უნდა წავიდნენ – არანაირი გასეირნება, რესტორანი ან შოპინგი. ბორგამცილებლები უნდა იყვნენ საკუთარ სასტუმროს ნომერში და კომუნიკაცია არ უნდა ქონდეთ როგორც ადგილობრივებთან, ასევე ერთმანეთთან. ეს ყველაფერი კი COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის კეთდება.
სხვა აზიურ სახელმწიფოებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მაგალითად, ტაივანში ბორტგამცილებელი ყოველი საერთაშორისო რეისის შემდეგ 5 დღიან კარანტინში თავსდება. თუმცა 1-ლი იანვრიდან, გრძელმაგისტრალური რეისის მომსახურების შემდეგ კარანტინის პერიოდი 5-დან 7 დღემდე გაიზარდა. ასევე ბორტგამცილებელი სამსახურში ტესტის ჩაბარების შემდეგ გადის. თუ კარანტინის წესების დარღვევა მოხდება, მაშინ პირი სამსახურის გარეშე რჩება. ამიტომაც, 3 დეკემბერს EVA Air-მა ამ მიზეზით 3 ბორტგამცილებელი გაანთავისუფლა.