იანვრის მონაცემებით Boeing-მა Airbus-ს აჯობა. ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანია Boeing-მა ბაზარს 7 თვითმფრინავით მეტი მიაწოდა, ვიდრე მისმა ევროპულმა კონკურენტმა Airbus-მა.
ანგარიშის მიხედვით, Boeing-მა იანვარში დამკვეთებს 46 თვითმფრინავი მიაწოდა, 2 თვითმფრინავით მეტი ვიდრე 2018 წლის იანვარში.
კომპანია Airbus-მა კი დამკვეთებს 39 თვითმფრინავი ჩააბარა. ანუ 12 თვითმფრინავით მეტი ვიდრე 2018 წლის იანვარში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Boeing-მა ბაზარს 806 თვითმფრინავი, ხოლო Airbus-მა 800 თვითმფრინავი შემატა.