ავიაკომპანია Alaska Airlines-მა განაცხადა, რომ Boeing-მა კომპანიის Boeing 737 MAX 9-ზე ფრენის დროს ფიუზელაჟის ნაწილის მოძრობისთვის ავიაგადამზიდავს „პირველადი კომპენსაციის“ სახით 160 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ავიაკომპანიის სპიკერმა თქვა, რომ Alaska Airlines ელოდება დამატებით კომპენსაციას, რომლის პირობები კონფიდენციალურია.

გადახდა მოიცავდა Alaska Airlines-ის ზარალს, რომელიც დაკავშირებულია ავარიასთან, მათ შორის დაკარგული მოგება და მისი ფლოტის 737 MAX 9 თვითმფრინავის ექსპლუატაციაში დაბრუნების ღირებულება, თვითმფრინავების სამი კვირის განმავლობაში გაჩერების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების წარმოების ტემპი მკვეთრად დაეცა.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისშიუ Alaska Airlines-მა ყველა თავისი Boeing 737 MAX 9-ის თვითმფრინავით ოპერირება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ერთ-ერთი მათგანის აფრენისას ბორტს ფიუზელაჟის ნაწილი და ილუმინატორი მოსძვრა. აღნიშნული გამო კი თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა.

ინციდენტი აფრენიდან მალევე მოხდა. ფრენის მონაცემებით, თვითმფრინავი 4876 მეტრ სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.