ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა $9,825 მლრდ-ის ობლიგაციები გაყიდა, რითაც ვალების რეფირანსირებას გეგმავს.
Boeing-მა განაცხადა, რომ ობლიგაციების გამოშვება ახალი სახსრების მოსაზიდად გამიზნული არ ყოფილა და თანხა COVID-19-ის კრიზისის ფონზე კორპორაციის საქმიანობის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული
როგორც Boeing-ის წარმომადგენელმა განმარტა, საქმე ეხება ობლიგაციების გაყიდვას $13,8 მლრდ-იანი სესხის დასაფარად, რომელიც კორპორაციამ 2020 წლის თებერვალში აიღო. ობლიგაციების ვადიანობა 2-დან 5 წლამდე.