COVID-19-ის კრიზისის ფონზეც კი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი განვითარების გეგმაზე უარს არ ამბობს და 2021 წლის ბოლომდე საკუთარ ავიაპარკს 5-7 თვითმფრინავს შემატებს.

ავიაკომპანიის გეგმებზე საუბრისას SkyUp Airlines-ის ხელმძღვანელმა დიმიტრი სეროუხოვმა განაცხადა, რომ უკვე გაფორმებულია კონტრაქტი 2023 წლისთვის ახალი Boeing 737 MAX-ის მოწოდებაზეც.

ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 11 ერთეულ Boeing-ს აერთიანებს და წელს 5-დან 7-მდე Boeing-ი დაემატება.