ავიამშენებელი კორპორაცია Boeing-ი აპირებს საკვანძო როლი ითამაშოს ინდოეთის მზარდი კომერციული საავიაციო ბაზრის განვითარებაში, – ამის შესახებ განცხადება Boeing-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე გააკეთა.

„Boeing-ი ამაყობს იმით, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდოეთში კომერციული ავიაციის ბაზრის სწრაფ გაფართოებაში, ისევე როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ამოცანის მომზადებაში“, – თქვა კალჰუნმა.

მისი თქმით, Boeing-ის მზარდი ინვესტიცია ინდოეთში ხაზს უსვამს არა მხოლოდ კომპანიის მჭიდრო პარტნიორობას ქვეყანასთან, არამედ „აშშ-სა და ინდოეთს შორის უფრო ფართო ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ ტრაექტორიას“.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ მინისტრ მოდის ინიციატივას Make in India, რომელიც ხედავს, რომ ინდოეთში 5000-ზე მეტი ადამიანი აყალიბებს წარმატებულ კარიერას Boeing-ის გუნდში ინოვაციურ მუშაობაში”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მოდიმ და კალჰუნმა განიხილეს Boeing-ის ყოფნის გაფართოება ინდოეთის საავიაციო სექტორში, მათ შორის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და რემონტის სფეროებში. მოდიმ ასევე შესთავაზა Boeing-ს ინვესტიცია განახორციელოს ინდოეთის კოსმოსური წარმოების სექტორში.

ბოლო წლებში აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობები სამოქალაქო ავიაციის სფეროში სწრაფად ფართოვდება.