ინდოეთის პირველი საწარმოო ხაზი, რომელიც დაძველებულ Boeing 737 სამგზავრო თვითმფრინავებს სატვირთოდ გადააკეთებს, ამერიკულ საავიაციო გიგანტის ინდურ GMR Aero Technic-თან პარტნიორობით შეიქმნება და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის განვითარებაში.

GMR Aero Technic-ის აღმასრულებელი დირექტორის, აშოკ გოპინათის თქმით, საჰაერო ტრანსპორტის სექტორის გაფართოების წყალობით, ინდოეთის თვითმფრინავების მომსახურების და შეკეთების (MRO) სექტორი სწრაფი ტემპით იზრდება, გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივა ჯდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროგრამაში Make in India (“Do in India”).

პარტნიორები არ ასახელებენ არც კონვერტაციის ხაზის გაშვების ვადას და არც ინვესტიციის ოდენობას. კონვერტირებულ თვითმფრინავს ეყოლება როგორც ინდოელი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლები, დარწმუნებულია Boeing.

თებერვლის პროგნოზში Boeing-მა შეაფასა, რომ ინდოეთში ახალი და კონვერტირებული სატვირთო თვითმფრინავების ბაზარი 2041 წლისთვის 80 თვითმფრინავამდე გაიზრდებოდა. ამჟამად ქვეყანაში 14 სატვირთო თვითმფრინავი მუშაობს. აზიის მოთხოვნა საჰაერო სატვირთო მანქანებზე იქნება 600 ერთეული.

მთავარი სატვირთო ოპერატორი ინდოეთში არის Blue Dart Aviation-ი, რომელსაც ექვსი Boeing 757-200PCF ჰყავს. SpiceJet ახორციელებს სამი B-737-700BDSF-ის, Quikjet Cargo Airlines-ი კი ორი B-737-800BCF-ის ოპერირებას. ხოლო რაც შეეხება IndiGo-ს ის ორ Airbus A321P2F-ს მართავს, ხოლო Pradhaan Air Express-ი ერთ A320P2F-ს.