საჰაერო ფრენების უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის მიზნით, კომპანია Boeing-ი გეგმავს შეამოწმოს, შეუძლია თუ არა ჰაერის ნაკადებს ხელი შეუშალოს Covid-19-ის მსგავს მიკრობებსა და ვირუსებს, თვითმფრინავების რიგებს შორის ცირკულაციაში.

თვითმფრინავების მწარმოებელი 20 საჰაერო ვენტილაციის სისტემას დაამონტაჟებს სპეციალურად 3D-ში დაბეჭდილი საქშენებით, რომ შექმნას „ჰაერის ფარდა” ახალ 737 Max 9 თვითმფრინავში. შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში, ალასკას ავიახაზები ახალ ტექნოლოგიებს დატესტავენ ე.წ. ecoDemonstrator თვითმფრინავებში.

„თუ თვითმფრინავში თქვენს წინ მჯდომი ადამიანი დააცემინებს და ეს ნაწილაკები თქვენს ირგვლივ, ჰაერში მოხვდება, თქვენ ეს აგანერვიულებთ. ეს საქშენები ჰაერს სუნთქვის დონის ქვედა შრეებში გადაიტანს და იწვევს ნაწილაკების რეცირკულაციას და გაწმენდას”,- განაცხადა ecoDemonstrator პროგრამის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, დაგ კრისტენსენმა.

EcoDemonstrator არის მერვე კომერციული თვითმფრინავი, რომელზეც 2012 წლიდან Boeing-ის ინჟინრების 195 პროექტი დაიტესტა. მიმდინარე წელს, მასზე გამოიცდება 20-მდე პერსპექტიული ტექნოლოგია, მათ შორის: 

  • თვითმფრინავების ძრავების ახალი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ოზონის შრის დაზიანებას;
  • ნახშირბადის კომპოზიტური ჯართის გადამუშავება, რომელიც 777X ფრთის წარმოებიდან დარჩა სალონის გვერდით პანელებში.
  • „აკუსტიკური ხელთათმანები” ძრავის გადასაფარებლებში, რაც ხელს შეუწყობს თვითმფრინავების ხმაურის შემცირებას.

წყარო: ბიზნესფორმულა