ავიამწარმოებელი კომპანია Boeing-ი 2025 წლის ივლისისთვის 737 თვითმფრინავის რეკორდულ წარმოებას გეგმავს.
ირკვევა, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის Boeing 737-ის ოჯახის მოდელების წარმოება, რომელიც მოიცავს უფრო ადრეულ ვერსიებს და ასევე Boeing 737 MAX-ს, თვეში 42 თვითმფრინავამდე გაიზრდება. თუმცა, 2025 წლის ივლისისთვის კომპანია გეგმავს ამ მოდელის წარმოების გაზრდას თვეში 57 თვითმფრინავამდე. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, თვითმფრინავების მწარმოებელი ადრეც ცდილობდა მსგავსი მაჩვენებლების მიღწევას, მაგრამ 2019 წელს ორი Boeing 737 MAX თვითმფრინავი ჩამოვარდა და მათი წარმოება შეჩერდა. გეგმის წინა ვერსია მოიცავდა 2025 წლის იანვრისთვის წარმოების გაზრდას თვეში 52 თვითმფრინავამდე.
“მე კი მსურს გავზარდო [თვიური] მიწოდების [Boeing-ის თვითმფრინავების] მოცულობა 60-მდე და ბაზარი უკვე ელოდება მათ. ამაში ეჭვი არ მეპარება”, – ციტირებს სააგენტო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დეივ კალჰუნს. მისი აზრით, 2024 წლის მეორე ნახევარი იქნება „საკვანძო მომენტი“ ახალი წარმოების გეგმის განხორციელებაში. მან დასძინა, რომ პროდუქციის ბაზარზე გამოტანის გრაფიკი შეიძლება განსხვავდებოდეს მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე.
Boeing 737-ს Boeing-ი აწარმოებს 1967 წლიდან. Boeing 737 გახდა ყველაზე პოპულარული სამგზავრო თვითმფრინავი სამგზავრო თვითმფრინავების ინდუსტრიის ისტორიაში. მე-10 000-ე თვითმფრინავი მიწოდებული იქნა 2018 წლის 13 მარტს.