10 წლიანი შენახვის შემდეგ, Boeing 747-8 BBJ, რომელიც საუდის არაბეთის პრინცის კუთვნილებაში უნდა ყოფილიყო, შესაძლოა გახდეს პირველი Boeing 747-8, რომელიც ლითონის ჯართად იქცევა.

Boeing 747-8 BBJ 2012 წელს იყო გამოშვებული. ის უნდა გამხდარიყო სულთან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის თვითმფრინავი და მიეღო საბორტე ნომერი HZ-HMS1. მაგრამ მშენებლობამდე ერთი წლით ადრე, პრინცი გარდაიცვალა და საუდის არაბეთმა თვითმფრინავზე უარის 2012 წლის დასაწყისშივე თქვა.

თვითმფრინავის მშენებლობის დასრულების შემდეგ ის იუტას ბანკმა იყიდა და გაიგზავნა ბაზელში, სადაც სალონის მონტაჟი Jet Aviation-ის მიერ უნდა მომხდარიყო. რომელიც არ აღსრულდა და ამიტომ თვითმფრინავი გასაყიდად გამოიტანეს. მაგრამ უზარმაზარი 747-8-ით, რომელის ფრენის ხანგრძლივობაც 29 საათი იყო, არავინ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი ბაზელიდან არიზონას მიმართულებით გაფრინდა, სადაც სავარაუდოდ მისი უტილიზაცია იგეგმება.

როგორც ცნობილია Boeing-მა მხოლოდ ათი 747-8 BBJ “ააშენა”. Boeing-მა ააწყო ასევე 36 სამგზავრო 747-8i (Intercontinental).

Boeing-მა Boeing 747-ის პროგრამის დასრულებაზე 2020 წლის ივლისში განაცხადა. ბოლო აგებული სატვირთო 747-8F  ავიაკომპანია Atlas Air-ს წლის ბოლომდე მიეწოდება.