კომპანია Boeing-მა Boeing 737 Next Generation მოდელის საჰაერო ხომალდებში ფიუზელაჟთან ფრთის სამაგრში, ხარვეზი აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას USA today ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე (FAA) დაყრდნობით ავრცელებს..
ხარვეზი შემოწმებული 686 თვითმფრინავიდან 36-ს დაუფიქსირდა.
FAA- ს მონაცემებით, ბზარმა დეტალში, რომელსაც “კიტრის ჩანგალი” ეწოდება, შესალოა მთლიანობის დარღვევა და თვითმფრინავზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს.