Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული, წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შავი პარასკევისთვის (Black Friday) 30%-იან ფასდაკლებას აცხადებს. მოგზაურობის მიმართულება ულიმიტოა, რაც ყველა მგზავრისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის შეთავაზებას.

გსურთ შობას ევროპაში შეხვდეთ? ან ახალი წელი დიდი ხნის ნანატრ ქალაქში მოგზაურობით აღნიშნოთ? ან დიდი ხნით ადრე დაგეგმოთ ზაფხულის შვებულება? Wizz Air უნიკალურ შანსს გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი მიმართულებები ყველაზე დაბალ ფასად! რაც მთავარია, ყველა ადამიანი, ვინც ბილეთებს სწორედ 29 ნოემბერს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს 1500 ევროს ღირებულების WIZZ ვაუჩერის მოგების შესაძლებლობას!

არ დაგავიწყდეთ, 30%-იანი ფასდაკლება მხოლოდ დღეს მოქმედებს, ამიტომ მოასწარით ბილეთების შეძენა და დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები დაუვიწყარი მოგზაურობით. Wizz Air ქუთაისიდან 19 ქვეყნის 41 მიმართულებით გთავაზობთ ფრენებს, ხოლო მთელ მსოფლიოში 700 სხვადასხვა მიმართულებას აკავშირებს ერთმანეთთან.

* 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ბილეთის ღირებულებაზე ყველა მოსაკრებლის ჩათვლით ადმინისტრაციული გადასახადის გარდა. ფასდაკლება იწყება 29 ნოემბრის 00.00 საათზე და დასრულდება 23.59 საათზე. მოგზაურობის დრო კი შეუზღუდავია.

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში შეძენილ ბილეთებზე.

** ერთი გზის ღირებულება, ადმინისტრაციული გადასახადის ჩათვლით. ღირებულებაში შედის ერთი ბორტზე ასატანი ჩანთა (მაქს: 40x30x20სმ). ჩასაბარებელი ბარგი ითვლება დამატებით ღირებულებად. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ wizzair.com-ზე და მობილურ აპლიკაციაში განხორციელებულ ჯავშნებზე.

Wizz Air- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.