ამერიკულმა ჟურნალმა Global Traveler-მა ყოველწლიური კონკურსის Wines on the wing 2019-ის გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაციაში – “საერთაშორისო ავიარეისებზე, ბიზნესკლასში საუკეთესო შუშხუნა ღვინო” პირველი ადგილი დაიკავეს ავიაკომპანიებმა Aeromexico-მ (შუშხუნა ღვინო – Jacquart Brut Mosaïque) და Etihad Airways-მა (შუშხუნა ღვინო – Piper-Heidsieck Cuvée Brut). მეორე ადგილი კი Air Tahiti Nui-მ (შუშხუნა ღვინო – Charles Heidsieck Brut Réserve) და Singapore Airlines-მა (შუშხუნა ღვინო – Charles Heidsieck Brut Réserve)გადაინაწილეს. მესამე პოზიციაზე კი Air New Zealand-ი (შუშხუნა ღვინო – Laurent-Perrier Brut) და Aeroflot-ი (შუშხუნა ღვინო – Bollinger Special Cuvée Brut) აღმოჩდნენ.
ბიზნესკლასში საუკეთესო შუშხუნა ღვინოების რეიტინგში მეორე ადგილზეა United Airlines-ი შუშხუნა ღვინო Ayala 2009-ის მეშვეობით, ხოლო მეხუთე პოზიციაზე ავიაკომპანია Delta Air Lines-ია შუშხუნა ღვინო Lanson Black Label Brut-ის მეშვეობით.
რაც შეეხება ნომინაციას “საერთაშორისო ავიარეისებზე, ბიზნესკლასში საუკეთესო ღვინო” გამარჯვებული ავიაკომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. Etihad Airways;
2. United Airlines;
3. Aeromexico;
4. All Nippon Airways;
5. Air Tahiti Nui და Singapore Airlines;