საქმიანი მოგზაურების დაახლოებით 90%-მა თქვა, რომ მათი მომავალი კარიერა დამოკიდებულია წარმატებულ საქმიან მოგზაურობაზე. ამის შესახებ ნათქვამია მეხუთე ყოველწლიურ Global Business Travel Survey-ში, რომელსაც მოგზაურობისა და ხარჯების მართვის კომპანია SAP Concur აკეთებს. ანგარიშის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში მთელი მსოფლიოდან 3850 დასაქმებული გამოიკითხა.
გარდა ამისა, რესპონდენტთა 70%-ზე მეტმა თქვა, რომ „ძალიან დიდი სურვილი აქვთ“ მომდევნო 12 თვეში საქმიანი მოგზაურობა განახორციელოს. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის მაჩვენებლებს 55%-ით აღემატება.
მაგრამ ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ პროფესიონალების ნახევარზე მეტი (58%) ფიქრობს, რომ მათ ყოველთვის არ აქვთ მოგზაურობის ისეთივე შესაძლებლობები, როგორც მათ კოლეგებს. და მიზეზები, კვლევის მონაწილეთა აზრით, შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ სექსუალურ ორიენტაციასთან, გარეგნობასთან ან ჯანმრთელობასთან.
Gen Z-ის მოგზაურთა მეოთხედმა (26%) განაცხადა, რომ ვერ ახერხებდა მოგზაურობას ასაკის გამო, ხოლო გამოკითხული ქალების 18%-მა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგზაურობდნენ მათი სქესის გამო.
სხვა ფაქტორებს შორის რესპონდენტებმა ეკონომიკაში არასტაბილურობაც დაასახელეს: დასაქმებულთა 37%-მა აღნიშნა, რომ მოგზაურობის ბიუჯეტის შემცირებამ გავლენა იქონია კომპანიაში მათი მივლინებების სიხშირეზე.