მგზავრების დაახლოებით 32%-მა ავიაბილეთის დაჯავშნისას გამოთქვა შეშფოთება ფრენის შესაძლო გაუქმებაზე, ამის შესახებ SITA-ს Passenger IT Insights-ის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. კვლევის წარმოებისას 27 ქვეყანაში 6000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
გამოკითხულთა თითქმის 20%-მა გამოთქვა შეშფოთება აეროპორტის გადატვირთულობის გამო და მიუთითა ავიაბილეთის მაღალ ფასებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს შიშები აიხსნება წარსული უარყოფითი გამოცდილებით: რესპონდენტთა 56%-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფრენის შეფერხებას ან გაუქმებას, ხოლო 48%-ის შემთხვევაში აეროპორტის ტერმინალებზე იყო გრძელი რიგები.
თუმცა, ამჯერად მოგზაურებს გადაწყვეტილი აქვთ ფრენა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. საშუალოდ, მგზავრები წელს 4,7 რეისის განხორციელებას ელიან, პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 4,2 რეისი იყო. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს სტატისტიკა ძირითადად დაკავშირებულია ხშირ ფრენებთან: მათ რიცხვი, ვინც 2023 წელს ათზე მეტ ფრენას გეგმავს, 2019 წლის 6%-დან წელს 10%-მდე გაიზარდა.
„რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანებს სურთ მოგზაურობა. ამ კუთხით, ინდუსტრიას მკაცრად ურჩევენ შექმნას ყველა პირობა ამისთვის, დანერგოს, მაგალითად, გაზრდილი ავტომატიზაცია“, – განაცხადა SITA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლავორელმა.