ბერლინის აეროპორტმა Lufthansa Miles & More-ის ლოიალობის პროგრამის მგზავრებისთვის სახის ამომცნობი სერვისი  დანერგა. ახლა მათ შეუძლიათ სპეციალური უსაფრთხოების კონტროლის გავლა ჩასხდომის ბარათის ჩვენების გარეშე.

ახალი სერვისი, სახელწოდებით BER Traveler, ხელმისაწვდომია Lufthansa-სა და მისი შვილობილი კომპანიების Swiss-ის, Austrian Airlines-ის, Brussels Airlines-ის და Eurowings-ის მგზავრებისთვის, რომლებსაც აქვთ უმაღლესი HON Circle და Senator დონეები.

ბერლინის აეროპორტმა განაცხადა, რომ გეგმავს მომსახურების შემდგომ გაფართოებას. მგზავრებს სახეებით ამოიცნობენ თვითმომსახურების გამშვები აპარატებით და ტურნიკეტებით ჩასხდომის წინ. ასევე, მოგზაურებს აეროპორტში Lufthansa-ს ბიზნეს ლაუნჯებში შესვლა მხოლოდ კამერის შეხედვის შემდეგ შეეძლებათ.

ბერლინის აეროპორტის ოპერაციების დირექტორი თომას ჰოფ ანდერსონი მიიჩნევს, აღნიშნული სერვისი საკმაოდ კარგია და მნიშვნელოვანია, რომ BER Traveler ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ავიაკომპანიების მგზავრებისთვის.