ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მინსკიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისი ავიაკომპანია BELAVIA-მ ბოინგ 737-800-ით შეასრულა.

პირველ რეისს 179 მგზავრი ჩამოყვა, რომლებსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მინსკი-ქუთაისის საჰარეო ხაზზე პირდაპირი რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.