ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა COVID-პანდემიამდე არსებული მაჩვენებლები გააუმჯობესა და ამჟამად 50%-ით მეტ რეისს ემსახურება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 7-ით მეტი ავიაკომპანია ოპერირებს ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ფრენები სრულდება 12 ქვეყნის 19 მიმართულებით;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამჟამად 50%-ით მეტ რეისს ემსახურება (100 -105 სიხშირე კვირაში), ვიდრე ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში.