ავიაკომპანია Belavia იმ მგზავრებისგან, რომელთა საბოლოო დანიშნულების პუნქტი მინსკია ჯანმრთელობის სპეციალური დეკლარაციის შევსებას ითხოვს. დეკლარაციის შესავსებად საჭირო ფორმის ჩამოტვირთვა ავიაკომპანიის ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია ასევე თვითმფრინავის ბორტზეც. თუმცა კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ავიაკომპანია მგზავრებს სთხოვს, რომ მისი შევსება და ამობეჭდვა გამგზავრებამდე მოახდინონ.
როგორც ირკვევა დეკლარაციის ფორმაში მგზავრს სთხოვენ პასპორტის მონაცემები შეიყვანონ, ასევე მიუთითონ გამგზავრების აეროპორტი და იმავდროულად ისიც, ბოლო 14 დღის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდა თუ არა COVID-19-ით დაინფიცირებულ ადამიანებთან. თავად ჰონდა თუ არა COVID-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომი ან აქვს თუ არა COVID-19-ის ტესტის პასუხი “ნეგატიური”.
მგზავრი ასევე ვალდებულია მიუთითოს ყველა ქალაქი თუ აეროპორტი, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Belavia მიუნსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს 10 სექტემბერს შეასრულებს. აღნიშნული რეისი არის გამყვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-მინსკის მიმართულებაზე მოემსახურება.