ევროკავშირის ელჩებმა მიიღეს გეგმა, რომელიც ბელარუსის ავიახაზების -Belavia- თვითმფრინავებს ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში ცენტრალური ევროპული დროით 00:00-დან შევა.

ბელარუსული გადამზიდავი Belavia ახორციელებს ფრენებს, რომლებიც ბელარუსს ევროპის 20 აეროპორტთან, მათ შორის ჰელსინკის, ამსტერდამის, მილანის, ვარშავის, ფრანკფურტის, ბერლინის, მიუნხენის, პარიზის, რომისა და ვენის აეროპორტებთან აკავშირებს.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენისა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტების გამოყენების აკრძალვის შესახებ დაკავშირებულია 23 მაისის ინციდენტთან, როდესაც Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

წყარო: ipn.ge