უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ რეგულარულ მიმართულებებზე ტვირთებისა და ფოსტის ტრანსპორტირების დაწყების შესახებ განაცხადა.

​როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, Bees Airline-ს გააჩნია ყველ შესაძლებლობა, რომ საჰაერო ტვირთებს მოემსახუროს. Bees Airline-ს ინფორმაციითვე, ავიაკომპანია ამ ეტაპზე ტვირთების ტრანსპორტირებას მოახდენს შემდეგ მარშუტებზე: კიევი-თბილისი-კიევი, კიევი-ერევანი-კიევი და კიევი-შარჯა-კიევი, საუბარია როგორც ზოგად, ასევე სპეციალურ ტვირთებზე: მალფუჭებადი პროდუქცია, ცოცხალი ცხოველები, ძვირადღირებული ტვირთი, დიპლომატიური ფოსტა და ასევე ტვირთების სხვა კატეგორიაზე. ავიაკომპანია მხოლოდ სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებაზე ამბობს უარს.