ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ის პირველი თვითმფრინავი უკვე კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტშია.
ბორტი UR-UBB პოლონეთიდან ჯერ ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, სადაც გარკვეული საბაჟო პროცედურები გაიარა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ბორისპოლოდან კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში.
Bees Airline-ის მეორე ბორტი UR-UBA პოლონეთიდან უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩამოვა.
როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი
Bees Airline-მა ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.
ამ დროისათვის უცნობია თუ როდიდან შეუდგება Bees Airline ოპერირებას, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია პირველ ფრენებს 16 და 25 აპრილს და ასევე 4 მაისს შეასრულებს, მარშრუტით კიევი-მომბასა-კიევი. ხომალდი საწვავით შევსებას ეგვიპტეში მოახდენს. უკრაინიდან კი ფრენას კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.
კომპანია ამ ეტაპზე არ ფლობს ექსპლუატანტის სერტიფიკატს, რომელიც ავიაკომპანიას საშუალებას საშუალებას მისცემს ფრენები მგზავრების თანხლებით განახორციელოს. ამ დოკუმენტის მისაღებად საჭიროა ფლოტის ორი თვითმფრინავით შევსება, რაც ავიაკომპანიამ უკვე გააკეთა.
Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება.
როგორც AviaNews-ი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერდა, Bees Airline ზაფხულიდან ავიაკომპანია სხვადასხვა მიმართულებებზე რეგულარულ რეისების განახორციელებას განიხილავს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკია, რომელიც 2020 წლის ივლისამდე უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს ხელმძღვანელობდა.
”ჯერ კონკრეტულ მითითებებს ვერ დავასახელებ. მაგალითად, მე ვიტყვი, რომ ბათუმს განვიხილავთ – არა მხოლოდ ტურისტებს შეუძლიათ იქ ფრენა, არამედ უკრაინელებიც, რომლებსაც უძრავი ქონება აქვთ საქართველოში ”, – განაცხადა რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ევგენი ხაინადსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.