უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 3 აპრილიდან აღადგენს.

როგორც AviaNews-ს YanAir-დან აცნობეს, 3 აპრილიდან ავიაკომპანია კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათი და შაბათი) შეასრულებს, ხოლო 1-ლი მაისიდან კი სიხშირეებს გაზრდის და კიევსა და ბათუმს შორის ფრენებს კვირაში 7 სიხშირით, ანუ ყოველდღიურად განახორციელებს. 

ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება, რომელიც ხელბარგსა და ჩასაბარებელ ბარგს მოიცავს, 3500 გრივნადანაა. 

4 მაისიდან კი YanAir Airlines-ი ოდესა-ბათუმი-ოდესას რეისების შესრულებასაც იწყებს.

აღნიშნულ მიმართულებაზე YanAir Airlines-ი რეისებს კვირაში 2 სიხშირით (პარასკევი და კვირა) შეასრულებს. ბილეთის ღირებულება, რომელიც ასევე მოიცავს ხელბარგსა და ჩასაბარებელ ბარგს, 4000 გრივნადანაა. 

5 მაისიდან კი YanAir Airlines-ი ხარკობი-ბათუმი-ხარკოვის რეისების შესრულებასაც იწყებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი და შაბათი) შესრულდება, ბილეთის ფასი კი 4000 გრივნადანაა. 

ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია YanAir Airlines-ის ვებ-გვერდზე (www.yanair.ua), ტურისტული სააგენტოების და ასევე GDS-ის (англ. Global Distribution System) მეშვეობით.

უკრაინაში გამგზავრების მსურველებს, საზღვრის კვეთისათვის საჭირო COVID-დაზღვევის შეძენა შეუძლიათ ავიაკომპანიის საიტზე.

უფრო მეტი დეტალი უკრაინაში შესვლის წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.