უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 7 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 31 ოქტომბრამდე დაიგეგმოს. ამ დროისათვის ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ბილეთებს კიევიდან და ოდესიდან ყიდის. უფრო კონკრეტულად ბილეთები იყიდება კიევი-თბილისი-კიევის, ოდესა-თბილისი-ოდესას და კიევი-ბათუმი-კიების მიმართულებებზე ყიდის.
შეგახსენებთ, რომ Bees Airline-მ კომერციული ფრენები 2021 წლის მარტიდან დაიწყო. დღეისათვის ავიაკომპანიის პარკი 4 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. კომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის გეგმავს, რომ საკუთარ ავიაფლოტს კიდევ 2 საჰაერო ხომალდი დაამატოს, რითაც ფლოტში მდგარი თვითმფრინავების რაოდენობას 6-მდე გაზრდის.